ელექტრონული ზედნადებების შესახებ ტრენინგი ჩატარდება 20 და 21 აპრილს
"ევროპული ცენტრი" გთავაზობთ ერთდღიან ინტენსიურ ტრენინგს თემაზე "ყველაფერი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების შესახებ".
ტრენინგი განკუთვნილია ყველა დაინტერესებულ პირთათვის, ვისაც სურს სრული და პრაქტიკულად გასაგები ინფორმაციის მიღება სასაქონლო ზედნადებების ელექტრონულად წარმოების შესახებ.
ტრენინგი მაქსიმალურად ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგზე. ტრენინგი ითვალისწინებს დამსწრეთა აქტიურ მონაწილეობას (კითხვა-პასუხის ფორმატს); განიხილება მრავალი სიტუაციური მაგალითი.
კურსის ღირებულებაა 50 ლარი. 10%-მდე ფასდაკლება შეიძლება გავრცელდეს იმ შემთხვევაში, თუ ერთი კომპანიიდან მონაწილეთა რაოდენობა აღემატება 3 ადამიანს. "ევროპული ცენტრი" გასცემს ოფიციალურ სერტიფიკატს ტრენინგში მონაწილეობის თაობაზე.
ტრენინგი ჩატარდება შაბათ-კვირას ქათულ ენაზე. ტრენინგის ჩატარების სავარაუდო დროა:
21-22 აპრილი.
ტრენინგს უძღვება "ევროპული ცენტრის", საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენისა და "Business Agency"-ის საქართველოს საგადასახადო პრაქტიკის ხელმძღვანელი.
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
"ევროპული ცენტრის" საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადებას და გადამზადებას. 150-ზე მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა ეთანამშრომლა "ევროპულ ცენტრთან". დაუფინანსეთ სწავლება თქვენს თანამშრომელს და გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო დაცული. იხილეთ: http://www.pdcgeo.ge/index.php?page=191〈=geo
მისამართი:
თბილისი, კოსტავას 67 (საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მოპირდაპირე მხარე)
რეგისტრაციისათვის დარეკეთ: 2 238234, 2 332419, 5 99 334700
ელ-ფოსტა: training@pdcgeo.ge
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
მსურველებმა ტრენინგის საფასური ჩარიცხეთ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
სს "თიბისი ბანკი"; ბ.კ. TBCBGE22; ა/ნ GE04 TB11 2543 6020 1000 07
შ.პ.ს "პროფესიული განვითარების ევროპული ცენტრი".
ბოლო სიახლეები
view more












