ლისაბონი და ბარსელონა გელოდებათ, დარჩა რამდენიმე ადგილი
საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპული ცენტრი" ახორციელებს ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას ევროკავშირის ეგიდით, პორტუგალიასა (ქ. ლისაბონი, პორტო) და ესპანეთში (ქ. ბარსელონა), 2012 წლის 13 აგვისტოდან 23 აგვისტომდე (10 დღიანი პროგრამა).
ტრენინგებს წაიკითხავენ ევროკავშირის მიერ აპრობირებული ტრენერები შემდეგ თემატიკაზე:
** ეფექტური კომუნიკაცია
** ადამიანური რესურსების მართვა
** პიარი
** ადამიანის უფლებები
** გლობალური ეკონომიკა
** თანამედროვე ტექნოლოგიები
** პოლიტიკა
** განათლება ევროპაში, დაფინანსების მოძიება
** ევროპული მოქალაქეობა.
პროგრამის მთლიანი ღირებულებაა 1500 ევრო. აღნიშნული თანხა მოიცავს:
** ტრენინგების ღირებულებას და საერთაშორისო სერტიფიცირებას
** თვითმფრინავით მგზავრობას (თბილისი - ლისაბონი, ბარსელონა - თბილისი)
** ქ. ლისაბონში საცხოვრებლის ხარჯებს, სამჯერად კვებას
** ქ. ლისაბონის დათვალიერებას
** ქ. ლისაბონიდან ქ. პორტომდე მგზავრობას
** ესპანეთში ქ. ბარსელონის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას
** ქ. ბარსელონაში საცხოვრებლის ხარჯებს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლიდან 35 წლამდე ახალგაზრდებს. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო არ არის. პროექტს ტრენინგების განმავლობაში ეყოლება თარჯიმანი.
დაინტერესებულმა პირებმა 2012 წლის 27 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: youthexchange@pdcgeo.ge
"ევროპული ცენტრის" ადმინისტრაცია
ქ. თბილისი, კოსტავას 67, მეორე სართული (საზოგადოებრივი მაუწყებლის - "I არხის" მოპირდაპირე მხარეს)
ტელ: (+995 32) 2 147270, 2 238234, (+995 555) 355 119
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 ("ქუთაისის უნივერსიტეტი")
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995 555) 355 119
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: http://www.facebook.com/pdcgeo.ge
ბოლო სიახლეები
view more












