ევროპული ცენტრი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სისხლის სამართალში.
გაითვალისწინეთ რომ, აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს იურიდიულ კლინიკად ჩაეთვალათ და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭათ.
ტრეინინგი მოიცავს:
I ეტაპი
1. ტერმინთა განმარტება (შედარებითი დახასიათება ძველ კოდექსთან მიმართებაში)
2. ბრალდებული, მისი ძირითადი უფლებები, ადვოკატის და ბრალდებულის ურთიერთობა
3. ადვოკატის/ბრალდებულის საგამოძიებო უფლებამოსილება (საგამოძიებო მოქმედებებისა და მათი ნიუანსებსის განხილვა)
4. სხვა საპროცესო მოქმედებები (ექსპერტიზის საკითხები)
5. დაზარალებული/მოწმე (დაზარლებულის ახლებური სტატუსი, მოწმე და გამოსაკითხი პირი, მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა გამოძიებისას 114-ე საგამონაკლისო მუხლი)
6. შუამდგომლობა/ საჩივარი (ზოგადი დებულებები)
II ეტაპი
1. მტკიცების სტანდარტები (დეტალური ანალიზი)
2. მტკიცებულებები და მტკიცების წესები (დეტალური მიმოხილვა მტკიცებულებების შესახებ, მათი დაუშვებლად ცნობის საკითხები)
3. სისხლის სამართლებრივი დევნა/დაკავება
4. აღკვეთის ღონისძიებები
III ეტაპი
1. წინასასამართლო სხდომა
2. არსებითი განხილვა - მსაჯულთა სასამართლოს მიერ, მსაჯულთა გარეშე
3. აპელაცია/კასაცია/ახლადგამოვლენილი გარემოებები
IV ეტაპი
მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაში. ჩაერთვებიან სასამართლო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ ადმინისტრაციულ დავებში, დაეუფლებიან ადვოკატთა უნარ-ჩვევებს.
ტრეინინგი მოიცავს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების განხილვას. ასევე, მსმენელები გაეცნობიან თუ როგორ იყენებს და ნერგავს დღევანდელი სასამართლო სისტემა ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს; გაეცნობიან ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განხილულ საქმეებს.
კურსი გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე, დიპლომის მქონე ნებისმიერი იურისტისათვის.
მიმდინარეობს რეგისტრაია
შენიშვნა: შესაძლებელია ამ თემების თანმიმდევრობა დაირღვეს იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკულად იქნება კონკრეტული თემის განხილვა. (მაგ.: სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების პროცესზე დასწრება).
ტრენინგები მოიცავს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების პრაქტიკულ განხილვას ადვოკატთან ერთად
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, ჩატარდება კვირაში ორი მეცადინეობა.
ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი თვეშo.
ბოლო სიახლეები
view more












