ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

ტრენინგ-კონფერენცია „ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში 2017“ სერტიფიცირებით დასრულდა

3-4 დეკემბერს საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ტრენინგ-კონფერენცია გაიმართა. 

 ტრენინგ-კონფერენცია ოფიციალურად გახსნა „ევროპის აკადემიური ცენტრი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქ. ეთერ სანაიამ. კონფერენციას საგადასახადო კანონმდებლობის ექსპერტი ნინო ფოდიაშვილი უძღვებოდა.  ორი დღის განმავლობაში,  განხილული იქნა საქართველოში მოქმედი საგადასახადო დაბეგვრის ძირითადი პრინციპები; მოხდა საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გაცნობა, მათ შორის მოგების გადასახადის ახალი, ე.წ.  „ესტონური მოდელის“ განხილვა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში კერძო და საჯარო სფეროში მოღვაწე ფინანსისტებმა, ბუღალტრებმა და აუდიტორებმა. 

created by artmedia