ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ქ. ლისაბონში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ევროკავშირის მიმდინარე პროექტებზე

ევროპული ცენტრი ოთხი წელია წარმატებით ახორციელებს სხვადასახვა სახის გაცვლითი ტიპის ტრენინგებს ევროპის ქვეყნებში, წელიწადში 20_მდე პროექტში არის შესაძლებელი მონაწილეობის მიღება, იმისათვის, რომ კიდევ უფრო ინტენსიური და ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ახალგაზრდებისათვის ევროკავშირის პროექტები, ევროპული ცენტრის ადმინისტრაცია ამა წლის 17 ივლისს გაემგაზვრა ქ. ლისაბონსა და პარიზში, სადაც შეჯამდა წინა პროექტების შედეგები, გამოიკვეთა მიმართულებები და შემდგომი თანამშრომლობის პირობები, შედგა მემორანდუმისა და ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია, ევროპულ ცენტრს წარმოადგენდნენ ხელმძღვანელები ეთერ სანაია და ბექა ქანთარია, ევროკავშირის უფლებამოსილ ორგანიზაციას წარმოადგენდა " Associação apoio aos Georgianos em Portugal " ირაკლი ბარამიძე, ევროპული ცენტრი 2012-2013 წლის განმავლობაში თითოეულ მოტივირებულ მსმენელს მისცემს საშუალებას გაემგზავროს მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგებსა და სემინარებზე, გაატარონ დაუვიწყარი დღეები ევროპაში, გაეცნონ ევროპულ ფასეულობებსა და კულტურას.

created by artmedia