online casino malaysia

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/pdcgeoge/domains/pdcgeo.ge/public_html/index.php:1) in /home/pdcgeoge/domains/pdcgeo.ge/public_html/index.php on line 1

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/pdcgeoge/domains/pdcgeo.ge/public_html/index.php:1) in /home/pdcgeoge/domains/pdcgeo.ge/public_html/index.php on line 1
კურსდამთავრებულები » pdcgeo.ge
ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

სალომე ლარიაშვილი

შპს "მფრინავი რაშის" იურისტი
მე ძალიან მომწონს ევროპული ცენტრი, სადაც ახალგაზრდების განათლებასა და მომავალ განვითარებაზე ზრუნავენ. ცენტრს ვუსურვებ დიდ წარმატებას.

მაკა ჯაფარიძე

შპს "დიამედი ემთი" იურისტი, სერთიფიცირებული ადვოკატი
ევროპულ ცენტრს მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ. ცენტრის წყალობით წარმატებით ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

ანა მირიანაშვილი

KPMG CIS LIMITED თბილისის ფილიალი, იურისტი, სერთიფიცირებული ადვოკატი
ადვოკატთა ტესტირებისათვის მოსამზდებელი კურსი: ძალიან კმაყოფილი ვარ ცენტრის საქმიანობით. ცენტრის მიერ მოწვეულნი არიან მაღალი კვალიფიკაციის ლექტორები, აქ არის მეგობრული გარემო და შესაბამისი პირობები განათლების მისაღებად.

ზურა ფაჩოშვლი

ევროპული ცენტრში არის სასიამოვნო გარემო, რაც მთავარია სპეციალისტები არიან ნამდვილი პროფესიონალები და  სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით.

მე აქ შევისწავლე იტალიური ენა და სწავლის გაგრძელებას ვაპირებ იტალიაში.

ანა ედიშერაშვილი

ევროპულ ცენტრში გავიარე იტალიური ენის კურსები - აქ ვისწავლე ეს არაჩვეულებრივი ენა

ვთვლი, რომ სწავლების კურსი მეტად საინტერესო და პროდუქტიულია ჩემთვის. როგორც ვიცი, გარდა იტალიური ენისა, ცენტრში სხვადასხვა უცხო ენაც ისწავლება, ამასთანავე იკითხება პროფესიული ლექციების კურსი, რაც უდაოდ მეტყველებს იმაზე, რომ პროფესიული განვითარების ევროპული ცენტრი მნიშვნელოვანი დაწესებულებაა სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის ადამიანისთვის.

ევროპული ცენტრი წარმატებულად ახორციელებს თავის საქმიანობას.

თსუ იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტი

თეა პერტაია

ევროპულ ცენტრში გავიარე სამართლის კურსები და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მივიღე 94 ქულა, შედეგი თავის თავზე მეტყველებს. დიდი მადლობა ევროპულ ცენტრსა და ჩემს ლექტორებს.

 

გურამ ანსიანი , ზოგადი აუდიტის კურსდამთავრებული

ეკონომისტი, აუდიტორი
ევროპული ცენტრის ზოგადი აუდიტის მოსამზადებელი კურსის გავლის პერიოდში ცენტრის საქმიანობაზე დაკვირვებით შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი საქმიანობის შინაარსი შეესაბამება დაწესებულების სახელწოდებას და მისი მოღვაწეობა შემიძლია დავახასიათო დადებითად.

ხვიჩა ბერიძე , ზოგადი აუდიტის კურსდამთავრებული

შპს "სილქ როუდ ტრანსი" მთავარი ბუღალტერი
კურსი ზოგადი აუდიტი: სასიამოვნო და მყუდრო გარემოში საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად დიდი მეთოდური,თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დაუფლების საუკეთესო სასწავლო ცენტრი.

ინდირა შარაშენიძე , ზოგადი აუდიტის კურსდამთავრებული

 

თსუ ეკონომიკის მაგისტრანტი
კურსი ზოგადი აუდიტი: ევროპულ ცენტრში მაღალი დონის პროფესიონალები ატარებენ ტრენინგებს, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან. ლექციები მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ძალიან მომწონს, როცა ლექციები ტარდება კომპიუტერულ ოთახში.

ლია ფირცხელიანი , ზოგადი აუდიტის კურსდამთავრებული

 

მთავარი ბუღალტერი


ევროპული ცენტრის საქმიანობა აუცილებელია. აქ თანამედროვე ბუღალტერიით დასაქმებული პირები მიიღებენ თანამედროვე განათლებას. მე პირადად დიდ მადლობას ვუხდი ბატონ კოტე გორბატკოვს, რომლის წყალობით საგადასახადო კანონმდებლობის ბევრ ნიუანსში გავერკვიე.

ლალი ყველაიძე

 

ქართულ-თურქული კომპანია "ბლექ სი გრუპი" ბუღალტერი.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპულ ცენტრს. მისი წყალობით ვმოღვაწეობ ერთერთ მოწინავე კომპანიაში. ევროპული ცენტრი - არის ადგილი, სადაც შესაძლებელია საფუძვლიანი განათლების მიღება. ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი მსგავსი ორგანიზაცია იყოს საქართველოში.

მარინე ასიტაშვილი , ზოგადი აუდიტის კურსდამთავრებული

შპს სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" მთავარი ბუღალტერი


ევროპულ ცენტრზე მაქვს საკმაოდ დადებითი შეხედულება. კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნით, რაც ცალსახად აქ მოღვაწე კვალიფიციური კადრების დამსახურებაა. ვთვლი, რომ ეს კომპანია ძალიან სასარგებლო საქმეს ეწევა და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს თავის საქმიანობაში.


created by artmedia

online casino singapore