ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ბექა ქანთარია, დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2003-2004 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი. 2005 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტში.

2005-2007 წლებში იყო საქართველოს საერო ინსტიტუტ ”რვალის” სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი და კავკასიის ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორი.

მისი სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი სფეროა: საქართველოს კონსტიტუციური სამართლის მეცნიერება, კონსტიტუციონალიზმის პრობლემები, შედარებითი კონსტიტუციონალიზმი, კონსტიტუციური რეფორმები.

ავტორია მრავალი ნაშრომის, მათ შორის 7 წიგნის, რომელთაგან 4 მონოგრაფიაა. 2005-2006 წლებში ორჯერ იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი მეცნიერების დარგში. 2008 წელს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო სტიპენდია.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: 2003 წელი გერმანია (ბერლინი, მიუნხენი, ლაიფციგი), 2010 წელი იტალია (რომი, პალერმო, მენფი), 2011 წელი პორტუგალია (ლისაბონი), 2012 წელი ჰოლანდიასა (ამსტერდამი, მაასტრიხტი, ჰააგა) და ბელგიაში (ბრიუსელი). 2012 წელი პორტუგალია (ლისაბონი), საფრანგეთი (პარიზი).

2012 წლის 7 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო კომისიამ ნაშრომისათვის ”დასავლური კონსტიტუციონალიზმის პრინციპები და მმართველობის ფორმის სამართლებრივი ბუნება პირველ ქართულ კონსტიტუციაში” მიანიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (ძალიან კარგი - Magna kum laude).

2012 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საჯარო სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

ეთერ სანაია, პარტნიორი, აღმასრულებელი დირექტორი

განათლება:

ტატიშევის სახელობიუს საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფალუკტეტის-სამართლის მაგისტრი (1999-2004 წწ.ქ. ტოლიატი)

უმაღლესი ეკონომიკური განათლება ბიზნესის ადმინისტრირება და მართვაში - Pre-MBA (2004 წელი ), MBA - მოდულები: "მეწარმეობა და  კომპანიის მენეჯმენტი" (2005 წ. გერმანია), "ეკონომიკა და ფინანსები" (2006 წ. გერმანია).

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 2009 წლიდან - დღემდე,  აქტიურად იღებს მონაწილეობას შიდა აუდიტის, მონიტორინგის, რისკების მართვის, მარკეტინგის და პერსონალის მართვის და ა.შ ტრენინგ-კურსებზე.  მათ შორის გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: 2008 წელი გერმანია (ბერლინი, მიუნხენი, ლაიფციგი), 2010 წელი იტალია (რომი, პალერმო, მენფი), 2011 წელი პორტუგალია (ლისაბონი, პორტო), 2012 წელი ჰოლანდიასა (ამსტერდამი, მაასტრიხტი, ჰააგა) და ბელგიაში (ბრიუსელი). 2012 წელი პორტუგალია (ლისაბონი), საფრანგეთი (პარიზი).

2013 წლის იანვარი, ოფიციალური ვიზიტებისა და სემინარების ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოდან /ქ. სტრასბურგი (საფრანგეთი) - "ევრო პარლამენტი, ევროსაბჭო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ევროპის ახალგაზრდული ცენტრი" და ქ. კალსრუე (გერმანია) "გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო"/

2013 წლის მარტი, ოფიციალური ვიზიტებისა და სემინარების ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოდან /ქ. სტრასბურგი (საფრანგეთი) - "ევრო პარლამენტი, ევროსაბჭო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ევროპის ახალგაზრდული ცენტრი" და ქ. კალსრუე (გერმანია) "გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო", ქ. რომი (იტალია) იტალიის ეროვნული პარლამენტი/

2010 წლიდან არის ლიცენზირებული აუდიტორი, შემფასებელი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საჯარო და კერძო ორგანიზაციებში იურისტისა და ბიზნესის ანალიტიკოსის თანამდებობებზე.

2009 წლიდან ხელმძღვანელობს "პროფესიული განვითარების ევროპულ ცენტრს" ქ. თბილისის ოფისს.

2012 წლიდან  არის  "ევროპული ცენტრი"ს  დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

2010 წლიდან არის აუდიტორული და იურიდიული კომპანია "ბიზნეს სააგენტო"ს დამფუძნებელი (პარტნიორი) და დირექტორი. www.bageo.ge

ამავდროულად მუშაობს აღრიცხვა-აუდიტისა და გადასახადების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავება და დანერგვაზე, არის პრაქტიკული სახელმძღვანელოების თანაავტორი.

განხორციელებული აქვს 100_მდე საერთაშორისო პროექტი ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

ფლობს რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენას

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თამუნა გოგალაძე, ოფის-მენეჯერი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

 საზაფხულო „მინი ოლიმპიური თამაშების“ ორგანიზატორი, ვორკშოპის მონაწილე თემაზე “Challenges To Democratic Development And Good Governance” ორგანიზებული საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ; „დემოკრატიის სკოლის“  პროექტის მონაწილე; A-კატეგორიის სერტიფიკატის მფლობელი მარკეტინგის საფუძვლებში; ვორკშოპის ორგანიზატორი თემაზე „Transatlantic Values – What Are The Consequences For Our Models Of Governance”.

გიორგი ჯაშიაშვილი, გაცვლითი პროგრამების მენეჯერი

განათლება: საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი

არაფორმალური განათლების სფეროში კვალიფიაცია აქვს ამაღლებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, სლოვენია, ბელგია, ჰოლანდია, შვეიცარია, ესპანეთი, ჩეხეთი.

ასოციაცია "საქართველო-ევროპის თანამშრომლობა" - პარტნიორი

ციცინო რაზმაძე, ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის ტრენერი

პროფესიული განვითარების ევროპული ცენტრის ტრენერი.

განათლება: უმაღესი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ბუღალტერ-ეკონომიკის კვალიფიკაციით;

სამუშაო გამოცდილება:  ,,ბუღალტერული აღრიცხვის’’ , ,,საწარმოო სამეურნეო საქმიანობის ანალიზის’’, ,,ეკონომიკის და მართვის’’, ,,საგადასახადო საქმის’’ და ,,საფინანსო სამართლის’’ საგნების პედაგოგი,

ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის სახელმძღვანელოს ავტორი

კონსტანტინე გორბატკოვი, საგადასახადო კოდექსის ექსპერტი

 

ევროპული ცენტრის მოწვეული ტრენერი

განათლება:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური ფაკულტეტი, სპეციალობა- ბუღალტრული აღრიცვხა, ბიზნესის ანალიტიკოსი, სერტიფიცირებული აუდიტორი;

სამუშაო გამოცდილება: ამჟამად არის დამოუკიდებელი აუდიტორი და  საგადასახადო ექსპერტი, საქართველოს პარლამენტთან  არსებული აუდიტორული საბჭოს მოწვეული ექპერტი, სხვადასხვა წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში მნიშვნელოვან თანამდებობებზე;

 

ნადეჟდა კვატაშიძე, ფინანსური აღრიცხვის ლექტორი

წოდება: მოწვეული ლექტორი, პროფესორი
სამუშაო ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის სრული პროფესორი.
ფინანსური აღრიცხის, ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგების სახელმძღვანელოს თანაავტორი და ავტორი.

ბაჩუკი ქანთარია, პრაქტიკული აუდიტის ტრენერი

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სპეციალობა – ფინანსები და საბანკო საქმე – დაზღვევა.

ლიცენზირებული აუდიტორი

"ბიზნეს სააგენტოს" დამფუძნებელი და დირექტორი

შორენა გაბიჩვაძე, სამოქალაქო სამართლის ლექტორი

განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა);

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი

სამუშაო ადგილი: 26.10.2001 წლიდან  შსს. ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი

სამმართველოს იურიდიული ჯგუფის ინსპექტორი, შემდგო ინსპექტორი 2006 წლიდან დღემდე იურიდიული განყოფილების უფროსი,

პროფესიული განვითარების ევროპული ცენტრის ტრენერი.

ლიზი ლომთათიძე, ფინანსური აღრიცხვის ტრენერი

  ევროპული ცენტრის მოწვეული ლექტორი, ასოცირებული პროფესორი

განათლება: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი,ბუღალტერ-ეკონომისტის სპეციალობით;აგრარული უნივერსიტეტის ასპირანტურა.

სამუშაო ადგილი: 1997 წლიდან 2010 წლამდე -საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ფინანსებისა და  აღრიცხვის დეპარტამენტი-ლექტორი(ფინანსური აღრიცხვში, მმართველობით აღრიცხვაში)

დღემდე "თავისუფალი უნივერსიტეტის" - ბუღალტრული აღრიცხვის ლექტორი


შალვა არაბული, 3DsMAX და Photoshop- ის ტრენერი

დიზაინერული კომპანიის მენეჯერი

3DsMAX და Photoshop- ის  ტრენერი

თეიმურაზ თოდრია, სამოქალაქო სამართლის მოწვეული ტრენერი

მოსამართლე

2005 წლის 25 თებერვლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

სამუშაო გამოცდილება:

2004-2005 მოღვაწეობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში.
2001-2005 მუშაობდა შპს ”ფარში” იურისტად. ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე ეწეოდა კერძო სამართლებრივ პრაქტიკას.
2006 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაქულტეტზე და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

ვრცლად >>

1 2 3

created by artmedia