საბუღალტრო და საგადასახადო საქმე + Oris დამწყები ბუღალტრებისათვის მოიცავს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესწავლას. ყურადღება გამახვილდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმოებულ სამეურნეო ოპერაციების საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად კორექტირებაზე.
პროგრამა განკუთვნილია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საგადასახადო დაბეგვრის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.
კურსდამთავრებულებს ექნებათ ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების, საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადების ნაწილისა და კომპიუტერული ბუღალტერია ცოდნა .
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი საგნების შესწავლას:
- ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
- ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები
- გადასახადები
- საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა Oris
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (72 სრული საათი);
გრაფიკი: კვირაში 3 დღე, 2 საათი.
კურსის ღირებულება: 500 ლარი
გამოცდები
არსებული კურსი გულისხმობს შუალედურ გამოცდებს და საბოლოო სასერტიფიკატო გამოცდას.
საბოლოო გამოცდა არის წერითი სახის და ტარდება ორ ნაწილად - საბუღალტრო და საგადასახადო საქმეში.
ევროპული ცენტრი კურსდამთავრებულებზე გასცემს ოფიციალურ სერტიფიკატს.
სერტიფიკატის ხარისხი გამოითვლება საშუალო ართითმეტიკულით (ორი ნაწილიდან).
შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით:
A (ა) - 100%-75%
B (ბ) - 50%-75%
50%_ მდე ვერ მიიღებს სერტიფიკატს, შეუძლია გავიდეს განმეორებით ტესტირებაზე.
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი.
იმ შემთხვევაში, თუ მსმენელმა ვერ მიიღო სასურველი ქულათა რაოდენობა, შეუძლია გადააბაროს გამოცდა.
მსმენელს უფლება აქვს, გადააბაროს არჩეულ დისციპლინაში გამოცდა მხოლოდ ერთხელ.
|
ევროპული ცენტრი წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას. უკვე ხუთი წელია ევროპული ცენტრის ხელშეწყობით უამრავმა დამყებმა ბუღალტერმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ბოლო სიახლეები
view more














