ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

კურსის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის ამაღლებას. კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვთ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება და სურს მიენიჭოს მთავარი ბუღალტრის კვალიფიკაცია.

შეისწავლება შემდეგი დისციპლინები:
1. საგადასახადო კოდექსი
2. ბიზნეს/სამეწარმეო სამართალი
3. აუდიტისა და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები 

სასწავლო კურსი გათვალისწინებულია ბუღალტერთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად

სწავლების ხანრგძლივობა: 10 კვირა
სასწავლო დატვირთვა: 79 საათი

სწავლების ფორმა /ლექციების განრიგი/: სამუშაო დღეებში /საღამოს საათები/ და შაბათ-კვირას

კურსის ღირებულებაა 800  ლარი (დღგ ჩათვლით)

კურსს ხელმძღვანელობენ საქართველოში აღიარებული ექსპერტ-ტრენერები. 

კურსის ბოლოს გაიცემა მთავარი ბუღალტრის სასერტიფიკატო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მსურველებმა უნდა შემოიტანონ შემდეგი საბუთები:

  1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან ცნობას უმაღლესი სასწავლებლიდან
  2. პირადობის მოწმობის ასლი

ევროპული ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების  მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადება და გადამზადებას. უკვე 150 მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა ეთანამშრომლა ევროპულ ცენტრთან. გახდით შემდეგი..

დაუფინანსეთ სწავლება თქვენს თანამშრომელს და გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო დაცული.

ცენტრის მუდმივი კლიენტებისათვის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული) 2012 წლიდან არსებობს სპეციალური შეღავათების სისტემა - ნებისმიერი მომდევნო პროგრამის შესწავლა ფასდაკლებით: http://www.pdcgeo.ge/index.php?news_id=35&page=165&lang=geo

"ევროპული ცენტრის" კურსდამთავრებულებზე გაიცემა ევროპული სტანდარტების შესაბამისი, კანონით ნებადართული საერთაშორისო სერტიფიკატი.

გაითვალისწინეთ, რომ კურსს უძღვებიან პრაქტიკოსი სპეციალისტები, აღიარებული ექსპერტები, აუდიტორები.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის ცენტრის ადმინისტრაციაში წარმოადგინეთ: პირადობის ასლი, დიპლომის ასლი, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხილეთ  საბანკო რეკვიზიტები).

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238234, 2 147270, 2 332419, 599 334700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის 1 სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ელ-ფოსტა: training@pdcgeo.ge
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: http://www.facebook.com/pdcgeo.ge

დაუფინანსეთ სწავლება თქვენს თანამშრომელს და გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო დაცული.

created by artmedia