ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

პრაქტიკული კურსი ადმინისტრაციულ სამართალში/სტაჟირება

წარმატებული კურსდამთავრებულები დამატებით სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა იურიდიულ სამსახურებში

აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს იურიდიულ კლინიკად ჩაეთვალებათ და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ.

ტრეინინგი მოიცავს:

ზოგადი ნაწილი:

1. ადმინისტრაციული პროცესის პრინციპები;
2. განსჯადობა და უწყებრივი ქვემდებარეობა;
3. სახელმწიფო ბაჟი. საპროცესო ხარჯები;
4. მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა;
5. მხარეები და მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესში;
6. მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ პროცესში;
7. სარჩელის სახეები ადმინისტრაციულ პროცესში;
8. განმწესრიგებელი სხდომა;
9. გამარტივებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება;
10. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება;
11. სარჩელის ტრანსფორმირება;
12. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება;
13. დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების თაობაზე;
14. სასამართლო გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით;
15. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით;
16. სასამართლო გადაწყვეტილება ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) განხორციელების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით;
17. აპელაცია და კასაცია.

** სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა;
** საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში;
** ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების დაუშვებლობა.

განსაკუთრებული ნაწილი:

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება;
2. მეწარმის საქმიანობის შემოწმება;
3. სახელმწიფო სოციალური დაცვა;
4. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები;
5. საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები;
6. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსება.

შენიშვნა: ყოველი თემის განხილვა მოხდება ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის პროცესის თეორიულ-ნორმატიული მასალის, პრაქტიკული მაგალითებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენებით.
მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაში. ჩაერთვებიან სასამართლო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ ადმინისტრაციულ დავებში, დაეუფლებიან ადვოკატთა უნარ-ჩვევებს.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე,კვირაში 2- 3 შეხვედრა (მათ შორის პროცესებზე დასწრება).
ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი თვეში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 100 ლარი. 

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** დიპლომი ან სტუდენტის მოწმობის ასლი
** შევსებული განაცხადის ფორმა (რომელიც ივსება ცენტრის ადმინისტრაციაში ან ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით).

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

created by artmedia