
სამართლის კურსები
სასწავლო კურსები განსაზღვრულია სამართლის სხვადასხვა დარგში სტუდენტ და კურსდამთავრებულ იურისტთათვის. 2011 წლის სექტემრიდან იურიდიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ევროპული ცენტრი ახორციელებს სპეციალურ კვალიფიკაციის ასამაღლებელ გაცვლით პროგრამებს იტალია, გერმანიასა და საფრანგეთში.
ევროპულ ცენტრში უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ხორციელდება სტაჟირების სისტემა, რომელიც სტაჟიორების ღია კონკურსის წესით შერჩევას ეფუძნება. უკვე სამი წელია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ფუნქციონირებს სტუდენტების პრაქტიკის მექანიზმი.
აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს იურიდიულ კლინიკად ჩაეთვლებათ და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ.
კურსები დამწყები და მოქმედი იურისტებისათვის:
- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება;
- მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება;
- ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება;
- სახელშეკრულებო სამართლის კურსი;
- საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი;
- ბიზნეს/საკონტრაქტო სამართლის კურსი;
- საბანკო სამართალი;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ტესტირებისათვის მოსამზადებელი კურსი.
ევროპულ ცენტრში სამართლის კურსებს უძღვებიან წარმატებული იურისტები, რომელთაც აქვთ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო კომპანიეში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება.
ევროპული ცენტრი წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას. ევროპული ცენტრი დაინტერესებულია თითოეული ცენტრის კურსდამთავრებულის კარიერული წინსვლით, ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას წარმატებულებს, ქართული ბიზნესი კი მზად არის დაასაქმოს კონკურენტუნარიანი კადრი.
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!
ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334700
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700066
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
ბოლო სიახლეები
2019-03-23
2019-03-23
2017-11-30
