ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

პროფესიული განვითარების ევროპული ცენტრი  გთავაზობთ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებს

კურსის მიზანია მომავალ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება, რათა მათ შეძლონ აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარება.


მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში მსმენელები საფუძვლიანად შეისწავლიან სამართლის დარგებს. პროგრამა მოიცავს სემინარულ მუშაობას, რომლის დროსაც მსმენელებს ეძლევათ კაზუსები, ხოლო შემდეგ თითოეული მათგანი წერს სასამართლო გადაწყვეტილებას. ტრენერი აფასებს მსმენელს და მიუთითებს მისი საქმიანობის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა უნდა გამოსწორდეს მომავალში მსმენელის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილებებში (განაჩენებში).

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 53-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის  №131-ე  ბრძანებულების მე-7 მუხლის მიხედვით, საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო და სპეციალიზაციის მიხედვით.

სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. შესაბამისად ევროპულ ცენტრში  მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის მიხედვით:

  • საერთო სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნებ:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) სამოქალაქო სამართალი;

ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

ზ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

 

  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სამოქალაქო სამართალი;

გ) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

დ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

ე) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;

ვ) სასამართლო კონტროლი სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებზე.

 

  • სისხლის სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.”

 

კურსის ხანგძლივობა: 5 თვე. (კვირაში ორჯერ)
მოსამზადებელი საათების რაოდენობა: 120 სრული საათი.

კურსის მთლიანი ღირებულება: 1060 ლარი; (გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად)

სწავლა მიმდინარეობს როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში (მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით).

ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები:

კონსტიტუციური სამართალი: ბექა ქანთარია - სამართლის დოქტორი (თსუ), კონსტიტუციური სამართლის პროფესორი.

სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი:

** თეიმურაზ თოდრია - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
** ნუნუ კვანტალიანი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
** მარიკა ცისკაძე - სამართლის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი
** ქეთევან გაბელაია - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
** გრიგოლ ვატიტაძე - ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ანა ფირცხალაშვილი, პოცდამის უნივერსიტეტის დოქტორი, კონსტიტუციური სამართლის პროფესორი.

სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი:
 
** ალექსანდრე ნოსელიძე - ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, "ევროპული ცენტრის" ტრენერი.

დამამთავრებელი გამოცდის წარმატებით დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ "ევროპული ცენტრის" სერტიფიკატი.
აღნიშნული კურსის წარმატებით გავლა საწინდარია "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს" მიერ ორგანიზებული მოსამართლეთა ატესტაციის წარმატებით ჩაბარების.


გთხოვთ, პირადობისა და დიპლომის ასლი წარმოადგინეთ მეცადინეობების დაწყებამდე.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია. შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://www.pdcgeo.ge/index.php?page=45&lang=geo

ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2238234, 2147270, 2332419, 599 334700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 568 743737

ელ-ფოსტა: training@pdcgeo.ge
მეტი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: http://www.pdcgeo.ge
სიახლეები იხილეთ: http://www.facebook.com/pdcgeo.ge.Tbilisi

 

პირადობისა და დიპლომის ასლი გთხოვთ, წარმოადგინეთ მეცადინეობების დაწყებამდე


 

created by artmedia