კურსი ეფუძნება პერსონალის მართვის სფეროში დასავლური ქვეყნებისა, მეცნიერებისა და პრაქტიკის თანამედროვე მიღწევებს და მისი მიზანია ორგანიზაციაში პერსონალის მართვის უნარ-ჩვევების ათვისება და მათი სწორად დანერგვა. კურსი მიზნად ისახავს გუნდის მართვის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლიან გაცნობიერებას და მისი მართვის ჩამოყალიბებას.
კურსის გავლის შედეგად სტუდენტს უნდა შეეძლოს:
- ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების განვითარება;
- თანამშრომელთა მართვის თანამედროვე ტენდენციების პრაქტიკული გამოყენება;
- გადაწყვეტილებების დაასაბუთება პერსონალის მართვის სფეროში;
- კარების მოზიდვა, შერჩევა , დასაქმება, კონტროლი;
- სამუშაოს აღწერა, ანალიზი, სამუშაოს განაწილება;
- პერსნალის მოტივაცია, კრიტიკა.
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
- თეორია+პრაქტიკა
- ქეისების განხილვა
- როლური/სიმულაციური თამაშები
კურსის ხანგძლივობა: 31 საათი
კურსის ღირებულება: 300 ლარი
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- პერსონალური მართვის არსი და ამოცანები;
- პერსონალის მართვის სტრატეგია და პოლიტიკა;
- ორგანიზაციის პერსონალის მართვის სამსახური;
- სამუშაოს აღწერა, ანალიზი და სპეციფიკა;
- მოტივირება და კარიერის მართვა;
- ორგანიზაციული კულტურა და ეთიკა;
- პერსონალის მოზიდვა და შერჩევა;
- დროის მართვა;
- ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება.
ბოლო სიახლეები
view more












