ევროპული ცენტრი გთავაზობთ:
საზაფხულო სკოლა - სასარგებლო არდადეგები
საზაფხულო პროგრამები ბავშვებისთვის მთელ მსოფლიოში პოპულარულია. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ენის შესწავლას (ჩვეულებრივ 3 – 4 გაკვეთილი დღეში), სხვადასხვა სპორტულ, გასართობ ღონისძიებებსა და ექსკურსიებს. სახაფხულო სკოლის ღირებულებაში შედის: საცხოვრებელი პირობები, კვება, აეროპორტში დახვედრა და გაცილება.
ევროპული ცენტრის საზაფხულო პროგრამები შინაარსითაც განსხვავებულია. მაგალითად, სტანდარტული პროგრამა მოიცავს 15-საათიან ყოველკვირეულ სწავლებას, სხვადასხვა ღონისძიებებს გაკვეთილების შემდეგ, კვირაში ორ ექსკურსიას (ერთი ნახევარდღიანი, ერთი - მთლიანი დღე). უცხო ენის გარდა ასწავლიან ეტიკეტს ან მუსიკას, არის ხელოვნების და დიზაინის გაკვეთილები, პოპულარულია აგრეთვე საზაფხულო სკოლები ნორჩი ფეხბურთელებისათვის.
რა დონეზე უნდა იცოდეს ენა წასვლის მსურველმა?
მიიღება ენის ნებისმიერ დონეზე მცოდნე ბავშვები.
შეუძლიათ თუ არა მშობლებს შვილებთან ერთად წასვლა?
შეუძლიათ. არსებობს სპეციალური ”საოჯახო პროგრამები”, სადაც მშობლებიც მონაწილეობენ პროგრამაში.
რამდენად უსაფრთხოა ეს?
ყოველივე ეს სრულიად უსაფრთხოა. ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ უმწიკვლო რეპუტაციის მქონე აკრედიტირებულ სკოლებს, რომლებსაც შესაბამისი ორგანიზაციები რეგულარულად ამოწმებენ. ბავშვები მუდმივად კონტროლის ქვეშ არიან. პროგრამის დასრულების შემდეგ ბავშვები მიჰყავთ აეროპორტის შესაბამის ტერმინალამდე და გამცილებელის თანხლებით ბრუნდებიან საქართველოში. პროგრამაში მონაწილე ბავშვების მშობლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს, ჩვენ კონტაქტი გვაქვს თითოეულ სკოლასთან და შეგვიძლია დავურეკოთ მათ 24 საათის განმავლობაში. ხანდახან ბავშვს ავიწყდება მშობლებთან დარეკვა ჩასვლისთანავე, ჩვენ ვურეკავთ სკოლას და ვამოწმებთ ბავშვის კეთილდღეობას. სააგენტოს წარმომადგენელი პირადად იცნობს სკოლების ხელმძღვანელებს, რომლებთანაც ხშირად გვაკავშირებს მრავალი წლის მეგობრული ურთიერთობა. იგი ნამყოფია შემოთავაზებული სკოლების უმრავლესობაში.
ამრიგად , საზაფხულო არდადეგები საზღვარგარეთ -
- პრესტიჟულია
ასეთი არდადეგები იძლევა საშუალებას:
- გავიცნოთ შესასწავლი ენის ქვეყნის კულტურა
- მოვინახულოთ ისტორიული და თვალწარმტაცი ადგილები
- გავიგოთ ბევრი ახალი და საინტერესო რამ
- გადავლახოთ ენის ბარიერი
- მივეჩვიოთ უცხო ენის ყურით აღქმას
- შევიძინოთ დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილება
- შევიძინოთ ახალი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან
- დავისვენოთ და გავერთოთ!
და რაც მთავარია, ხშირად ასეთი მოგზაურობა კარგი სტიმულია ბავშვისთვის - მას უფრო მეტი ხალისი უჩნდება სწავლის მიმართ, ის იგებს ბევრ ახალ და საინტერესო რამეს, ინტერნეტშიც ურთიერთობს ახალ მეგობრებთან, რაც ხელს უწყობს მისი ცოდნისა და უცხო ენაზე კომუნიკაციის განვითარების უნარს.
ჩვენი 2012 წლის შემოთავაზებები:
| ქვეყანა |
ქალაქი | ასაკი |
საცხოვრებელი ადგილი | 2 კვირის ღირებულება | |
| იტალია | სიცილია პალერმო | 10-17 | რეზიდენცია, ოჯახი | 1500 EUR | |
| პორტუგალია | ლისაბონი | 10-17 | რეზიდენცია, ოჯახი |
1700 EUR | |
| დიდი ბრიტანეთი | ლონდონი, მანჩესტერი | 10-17 | რეზიდენცია, ოჯახი | 2 500 EUR | |
| ესპანეთი | მადრიდი |
10-17 |
რეზიდენცია, ოჯახი |
1700 EUR | |
|
გერმანია |
მიუნხენი |
10-17 |
რეზიდენცია, ოჯახი | 1700 EUR |
ღირებულებაში შედის:
** გაკვეთილების ღირებულებას და საერთაშორისო სერტიფიცირება
** თვითმფრინავით მგზავრობა (ორივე გზა)
** საცხოვრებლის ხარჯები, სამჯერად კვება
** შიდა ექსკურსიები
** ორგანიზატორის /ქართველი კოორდინატორის/ თანხლება
"ევროპული ცენტრის" ადმინისტრაცია
ქ. თბილისი, კოსტავას 67, მეორე სართული (საზოგადოებრივი მაუწყებლის - "I არხის" მოპირდაპირე მხარეს)
ტელ: (+995 32) 2 147270, 2 238234
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 ("ქუთაისის უნივერსიტეტი")
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995 599) 334700
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: http://www.facebook.com/pdcgeo.ge
გისურვებთ წარმატებებს!
ბოლო სიახლეები
view more












